პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

შპს „პრესტიჟი“

 

ზოგადი ინფორმაცია

წინამდებარე პოლიტიკის მიზანია ხელი შეუწყოს კომპანიის მიერ თქვენთვის მოწოდებული მომსახურების (პარფიუმერული და კოსმეტიკური პროდუქციის მიწოდება) ფარგლებში თქვენი პერსონალური მონაცემების (შემდგომ - მონაცემები) დამუშავების გამჭვირვალობას, მათ შორის, კომპანიის ვებგვერდით/აპლიკაციით სარგებლობისას, პროდუქციის შეძენისას, ლოიალურობის სისტემაში გაწევრებისას/ლოიალურობის ბარათით სარგებლობისას, პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას და ა.შ.

შპს „პრესტიჟი“ (ს/ნ 205038252) (შემდგომ - კომპანია/ისი პარი, არტინსენტი) პატივს სცემს და იცავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრინციპებისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვას.

კომპანია თქვენს მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებითა და ამავე კანონით განსაზღვრული საფუძვლებით. ამასთან, კომპანია ამუშავებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რაც აუცილებელია კომპანიის კანონიერი მიზნების მისაღწევად.

თქვენი მონაცემების დამუშავებისას, დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი. ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ თქვენს მონაცემებს და ამისათვის დანერგილი გვაქვს სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები.

პოლიტიკაში გამოყენებულ  ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, მათ შორის:

პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;

მონაცემთა დამუშავება − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;

მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;

მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ;

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;

დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი,იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;

მონაცემთა მიმღები − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელსაც მონაცემები გადაეცა, გარდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა;

ვიდეომონიტორინგი − საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, ვიდეოკონტროლი ან/და ვიდეოჩაწერა (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა);

აუდიომონიტორინგი − საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხმოვანი სიგნალის მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, აუდიოკონტროლი ან/და აუდიოჩაწერა (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა);

პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით. პირდაპირ მარკეტინგად არ ჩაითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ ამ ინფორმაციის მიწოდება თავსებადია ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების რომელიმე საფუძველთან;

ინციდენტი − მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, დაკარგვას, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას, განადგურებას, შეცვლას, მათზე წვდომას, მათ შეგროვებას/მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას.

 

როგორ და რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ

ჩვენ ვამუშავებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რასაც თქვენ გვაწვდით ნებაყოფლობით, სათანადო ინფორმაციის მიღების შემდეგ, პროდუქტის შეძენის მიზნით ვებგვერდზე რეგისტრაციის ეტაპზე, ვებგვერდით პროდუქტის შეძენისას, ლოიალურობის ბარათის გახსნისას/სარგებლობისას. ამასთან, უშუალოდ აპლიკაცია ემსახურება მხოლოდ ლოიალურობის სისტემაში გაწევრებას/ლოიალურობის ბარათის შექმნას და შემდგომში ბარათით სარგებლობას, შესაბამისად, აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლისთანავე თქვენ ხდებით ლოიალურობის სისტემის წევრი. კომპანიისთვის მიწოდებული მონაცემების სიზუსტეზე/სისწორეზე, თავად ხართ პასუხისმგებელი.

პროდუქტის შეძენა შესაძლებელია როგორც ვებგვერდზე (www.iciparis.ge) რეგისტრაციის შემდგომ, ასევე კომპანიის ფილიალებში. ვებგვერდზე რეგისტრაციისას ჩვენ მიერ მუშავდება მომხმარებლის სახელი, გვარი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, აგრეთვე, სოციალური ქსელით („Facebook“) ავტორიზაციის შემთხვევაში, თქვენ მიერ სოციალურ ქსელში მითითებული სახელი/გვარი (ანგარიშის დასახელება) და ფოტოსურათი, ხოლო ელექტრონული ფოსტით („Google“) ავტორიზაციის შემთხვევაში, თქვენ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი. გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე პაროლის აღდგენა შესაძლებელია რეგისტრაციის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ვებგვერდის მეშვეობით მომსახურების მიღების ეტაპზე, კომპანიის მიერ თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით, მუშავდება თქვენს შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) პროდუქტის დასახელებას, შეკვეთის ნომერს, თარიღს, სტატუსს, ღირებულებას, ფასდაკლებას, მიწოდების ღირებულებას/ტიპს და გადახდის ფორმას; ბ) ტელეფონის ნომერს; გ) მისამართს (ქალაქი/რეგიონი, ქუჩა/ნომერი, საფოსტო ინდექსი (რეგიონის შემთხვევაში) და მისამართთან დაკავშირებული კომენტარის ველი, სადაც შეგიძლიათ დააზუსტოთ მისამართი); დ) მისალოცი ბარათის ტექსტს და მასში თქვენ მიერ მითითებულ მონაცემებს. ამასთან, მისამართების ველი შეგიძლიათ მართოთ სურვილისამებრ, კერძოდ ნებისმიერ დროს დაამატოთ ან წაშალოთ სასურველი მისამართი.

ლოიალურობის სისტემაში გაწევრებისთვის/ბარათის შექმნისთვის სავალდებულოდ შესავსები მონაცემებია სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მობილურის ნომერი და დაბადების თარიღი, ხოლო არასავალდებულო მონაცემია ელექტრონული ფოსტის მისამართი. სავალდებულო მონაცემების მითითების გარეშე თქვენ ვერ გაივლით რეგისტრაციას, შესაბამისად, ვერ გახდებით ლოიალურობის სისტემის წევრი და ვერ ისარგებლებთ ლოიალურობის ბარათით. რეგისტრაციის დასრულების მიზნით სავალდებულოა ვერიფიკაციის გავლა, რისთვისაც თქვენ მიერ მითითებულ მობილურ ნომერზე გამოგეგზავნებათ ვერიფიკაციის კოდი.

უშუალოდ აპლიკაციაში ავტორიზაციის მიზნით სავალდებულოა თქვენი პირადი ნომრის მითითება. აღნიშნული მონაცემის მითითების შემდეგ, თქვენ გადიხართ ვერიფიკაციას თქვენ მიერვე რეგისტრირებულ მობილურ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (ვერიფიკაციის კოდი) გამოგზავნის გზით. აღნიშნული პროცესის გავლის გარეშე აპლიკაციაში ავტორიზაცია შეუძლებელია.

მიუხედავად გამოყენების ფორმისა, ლოიალურობის ბარათით სარგებლობისას, დამუშავდება თქვენ მიერ ლოიალურობის ბარათით განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია პროდუქტის შესახებ და შეკვეთის დეტალები, ღირებულება, ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია, შეძენის თარიღი, აგრეთვე, შეძენის ადგილი).

პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებაზე თქვენი თანხმობის შემთხვევაში, კომპანიის საქმიანობის პოპულარიზაციის, პროდუქციის რეკლამირებისა და ფასდაკლებების/აქციების/შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კომპანიის საქმიანობის ანალიტიკის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და საქმიანობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვისათვის, შესაძლოა დამუშავდეს თქვენი სახელი, გვარი, სქესი, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი და ინფორმაცია თქვენ მიერ განხორციელებული შეკვეთების/შესყიდვების შესახებ. სარეკლამო შეტყობინებები კომპანიის მიერ გამოგეგზავნებათ თქვენ მიერ მითითებულ/რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე თქვენი უარი არ გიზღუდავთ ლოიალურობის სისტემაში გაწევრებას/ლოიალურობის ბარათის შექმნას, ხოლო შემდგომ ბარათით სარგებლობას.

აუდიომონიტორინგის პროცესი (ცხელი ხაზი). კომპანიის „ცხელი ხაზის“ საშუალებით აუდიომონიტორინგის განხორციელების წესის შესაბამისად, ჩვენ ვამუშავებთ, ვიწერთ და ვინახავთ, კომპანიის „ცხელ ხაზზე“ თქვენ მიერ განხორციელებულ ზარს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს თქვენს: პერსონალურ მონაცემებს და რომელიც შესაძლოა იყოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, თქვენი ხმა, აგრეთვე ინფორმაცია თქვენს მომსახურებასთან დაკავშირებით (რომელიც შესაძლოა იყოს, ინფორმაცია შეძენილი/შესაძენი პროდუქტის შესახებ, გაწეული მომსახურების თაობაზე და სხვა).

ვიდეომონიტორინგის პროცესი. ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის შესაბამისად, ჩვენ ვამუშავებთ, ვიწერთ და ვინახავთ ვიდეომონიტორინგის შედეგად განხორციელებულ ჩანაწერებს. კომპანიის სავაჭრო ობიექტებზე უწყვეტად მიმდინარეობს (24 საათიანი) ვიდეომონიტორინგი, შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის სისტემის საშუალებით. ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესი უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით განსაზღვრული თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების ხელმისაწვდომობას.

აუდიომონიტორინგის პროცესი. აუდიომონიტორინგის განხორციელების წესის შესაბამისად, ჩვენ ვამუშავებთ, ვიწერთ და ვინახავთ აუდიომონიტორინგის შედეგად განხორციელებულ ჩანაწერებს. კომპანიაში უწყვეტად მიმდინარეობს (24 საათიანი) აუდიომონიტორინგი, შიდა პერიმეტრზე (სალაროებთან) განთავსებული ვიდეომონიტორინგის სისტემის  საშუალებით. აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით განსაზღვრული თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების ხელმისაწვდომობას.

 

მონაცემთა დამუშავების მიზნები

კომპანიის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია თქვენ მიერ კომპანიის ვებგვერდითა და აპლიკაციით სარგებლობის, ლოიალურობის სისტემაში გაწევრების/ლოიალურობის ბარათის შექმნისა და შემდგომ ბარათით სარგებლობის უზრუნველყოფა, აგრეთვე თქვენ მიერ შეკვეთის განხორციელება/პროდუქციის შეძენა. თავის მხრივ, ლოიალურობის სისტემა ემსახურება თქვენ იდენტიფიკაციას და თქვენთვის ინდივიდუალური ფასდაკლებებისა და შეთავაზებების უზრუნველყოფას, ხოლო თქვენი თანხმობის შემთხვევაში აგრეთვე მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნას კომპანიის მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზების მიზნით. ლოიალურობის ბარათის გახსნის გარეშე, კომპანიის მიერ ლოიალურობის სისტემის წევრისთვის გათვალისწინებული ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით ვერ ისარგებლებთ.

თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები კომპანიის მიერ გამოიყენება:

·        ლოიალურობის სისტემაში გაწევრების/ლოიალურობის ბარათის შექმნისა და შემდგომ ბარათით სარგებლობის უზრუნველსაყოფად და თქვენ მიერ ლოიალურობის სისტემით განსაზღვრული ბენეფიტების მისაღებად;

·  ვებგვერდზე რეგისტრაციისა და ვებგვერდით შეკვეთების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, პროდუქტის მიწოდების მიზნით;

·        ვებგვერდსა და აპლიკაციაში ავტორიზაციის გავლის უზრუნველსაყოფად;

·        თქვენთვის მომსახურების გაწევისა და გაუმჯობესებისთვის (მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინების გამოგზავნისთვის);

·        თქვენთვის მარკეტინგული შეტყობინებების გამოსაგზავნად, თქვენზე მორგებული პროდუქტის შემოთავაზებისათვის (თქვენივე თანხმობის შემთხვევაში);

·        საქმიანობის სტატისტიკური და მარკეტინგული ანალიზისა და კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებისათვის;

·        კომპანიის საქმიანობის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და საქმიანობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვისათვის.

 

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

თქვენი მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი კანონიერი საფუძვლით. კერძოდ, მონაცემთა დამუშავების საფუძვლებია:

მონაცემი

მიზანი

საფუძველი

მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი და შეკვეთების/შესყიდვების შესახებ ინფორმაცია, არასავალდებულო მონაცემი - ელექტრონული ფოსტის მისამართი

ლოიალურობის სისტემაში გაწევრება/ლოიალურობის ბარათის შექმნა და ბარათით სარგებლობა

მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად, მისთვის მომსახურების გასაწევად

მომხმარებლის სახელი, გვარი, სქესი, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი და ინფორმაცია განხორციელებული შეკვეთების/შესყიდვების შესახებ

პირდაპირი მარკეტინგი

მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა

მომხმარებლის

მობილურის ნომერი

მომხმარებლის ინფორმირება მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, მათ შორის, საინფორმაციო მიმართულებით

მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, მისთვის მომსახურების გასაწევად

მომხმარებლის სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი

ვებგვერდზე მომხმარებლის რეგისტრაცია

მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, მისთვის მომსახურების გასაწევად

მომხმარებლის მიერ სოციალურ ქსელში (Facebook) მითითებული სახელი/გვარი (ანგარიშის დასახელება), ფოტოსურათი, ელექტრონული ფოსტის მისამართი (Google)

ვებგვერდზე მომხმარებლის ავტორიზაცია

მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, მისთვის მომსახურების გასაწევად

მომხმარებლის პირადი ნომერი

აპლიკაციაში მომხმარებლის ავტორიზაცია

მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, მისთვის მომსახურების გასაწევად

პროდუქტის შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაცია (პროდუქტის დასახელება, შეკვეთის ნომერი, თარიღი, სტატუსი, ღირებულება, ფასდაკლება, მიწოდების ღირებულება/ტიპი და გადახდის ფორმა), მისამართთან დაკავშირებული ინფორმაცია (ქალაქი/რეგიონი, ქუჩა/ნომერი, საფოსტო ინდექსი (რეგიონის შემთხვევაში) და მისამართთან დაკავშირებული კომენტარის ველი, სადაც შესაძლებელია მისამართის დაზუსტდება), აგრეთვე ტელეფონის ნომერი და მისალოცი ბარათის ტექსტი და მასში მითითებული მონაცემები. ლოიალურობის ბარათით სარგებლობისას აგრეთვე შეძენის ადგილი.

მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა, პროდუქციის შეძენისა და მიწოდების უზრუნველყოფა

მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, მისთვის მომსახურების გასაწევად

ვიდეომონიტორინგის დროს დამუშავებული მონაცემები

კომპანიაში დასაქმებულთა, მომხმარებელთა და ვიზიტორთა უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა, კომპანიის სხვა ლეგიტიმურ ინტერესს მიკუთვნებული ამოცანების შესრულება

კომპანიაში დასაქმებულთა, მომხმარებელთა და ვიზიტორთა უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა, კომპანიის სხვა ლეგიტიმურ ინტერესს მიკუთვნებული ამოცანების შესრულება

აუდიომონიტორინგის დროს დამუშავებული მონაცემები (მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციისას)

კომპანიის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ფინანსური ანგარიშსწორების სივრცეში თანხის განკარგვის სისწორისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმ რისკების შემცირება რომელთა რეალიზების შედეგადაც კომპანიას შესაძლებელია მიადგეს ფინანსური ან/და რეპუტაციული ზიანი

კომპანიის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი

 

მონაცემთა გადაცემა მესამე პირებისთვის

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირისთვის, ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას მათი უსაფრთხოების, კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

მონაცემები მესამე პირებს გადაეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სრულად არის დაცული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო შესაბამისი პირები იღებენ ვალდებულებას, რომ უზრუნველყონ მონაცემთა უსაფრთხო და კანონთან შესაბამისი დამუშავება. ასევე, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, სამართალდამცავ თუ სხვა სახის ორგანოებს/ორგანიზაციებს შესაძლებელია მივცეთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე/გადავცეთ მონაცემები დანაშაულის დადგენის, გამოძიების, აღკვეთის თუ სხვა სამართლებრივი მიზნით.

თუ მონაცემთა მიმღები მესამე პირი წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, ჩვენსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს შორის ფორმდება წერილობითი შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება შემდეგი საკითხები:

§  მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები;

§  დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიები;

§  მონაცემთა დამუშავების ვადა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები.

წერილობითი შეთანხმება, აგრეთვე უნდა შეიცავდეს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. კონტრაქტორი კომპანიები ვალდებულნი არიან დაიცვან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და უზრუნველყონ მონაცემთა უსაფრთხოება, ამასთან, აღნიშნულის მონიტორინგს უზრუნველყოფს კომპანია.

 

მზა ჩანაწერები (Cookies)

ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს. Cookie არის მცირე ტექსტური ფაილი, ე.წ. „მზა ჩანაწერები“, რომელსაც ვებსაიტი აგზავნის და ინახება თქვენი მოწყობილობის ბრაუზერში, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს. მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული ვიზიტორის, ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებებისა და ვებგვერდის მისამართის შესახებ. „მზა ჩანაწერები“ მოქმედებს როგორც ერთგვარი „შემნახველი“, რომელიც იმახსოვრებს თქვენს აქტივობას ვებგვერდზე სტუმრობისას და საშუალებას აძლევს საიტს, წინა ვიზიტების მიხედვით, უკეთ მოარგოს მომსახურება თქვენ საჭიროებებს, რაც საბოლოოდ ქმნის მეტად პერსონალიზებულ და კომფორტულ გამოცდილებას.

Cookie ფაილის ტიპის მიხედვით, დამუშავებული მონაცემების სახეები შეიძლება იყოს - ინფორმაცია გამოყენებული მოწყობილობის შესახებ, აქტივობის ინფორმაცია, როგორიცაა IP მისამართი, ძიებები, ბრაუზერი, ბრაუზერის ენა, მოწყობილობის პარამეტრები, მოთხოვნის თარიღი და დრო, სერვერზე მოთხოვნების გასაგზავნად გამოყენებული მეთოდი, საპასუხოდ მიღებული ფაილის მოცულობა და მომხმარებლის ოპერაციული სისტემის სხვა პარამეტრები.

ჩვენი ვებსაიტის მიერ გამოყენებული Cookie ფაილების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მზა ჩანაწერების (Cookies) პოლიტიკაში.

 

მონაცემთა შენახვა

კომპანია მომხმარებლის მონაცემებს, მათ შორის, შესყიდვების/შეკვეთების შესახებ ინფორმაციას, საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, აგრეთვე სამოქალაქო სამართლებრივი მიზნებიდან გამომდინარე ინახავს 3 წლის ვადით.

კერძოდ, ლოიალურობის სისტემაში გაწევრების/ლოიალურობის ბარათის შექმნის მიზნით მოპოვებული მონაცემები ინახება იქამდე, სანამ თქვენ თავად არ მოითხოვთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტას. თქვენ მიერ მსგავსი მოთხოვნის დაფიქსირებამდე შეგიძლიათ სურვილისამებრ, უწყვეტად ისარგებლოთ ლოიალურობის ბარათით. ლოიალურობის ბარათის გაუქმების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები ინახება გაუქმების მოთხოვნიდან 3 წლის განმავლობაში. ამასთან, ლოიალურობის ბარათის გაუქმების შემთხვევაში თქვენ აღარ მოგივათ მარკეტინგული შეტყობინებები.

ვებგვერდზე მომხმარებლის რეგისტრაციის მიზნით მოპოვებული მონაცემები ინახება იქამდე, სანამ მომხმარებელი თვითონ არ მოითხოვს მისი მონაცემების დამუშავების შეწყვეტას, თუმცა მიუხედავად ანგარიშის დეაქტივაციისა, შეკვეთების შესახებ ინფორმაცია ინახება 3 წლის განმავლობაში.

სატელეფონო კომუნიკაციის ფარგლებში განხორციელებული აუდიოჩაწერის დროს დამუშავებული მონაცემებისა და ვიდეო-აუდიომონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების  შენახვის ვადებს განსაზღვრავს შესაბამისად, „შპს პრესტიჟის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი“ და „შპს პრესტიჟის ვიდეო-აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი“.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მონაცემები დამუშავდება თქვენ მიერ თანხმობის გამოხმობამდე. ასევე, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას, კომპანია აღრიცხავს მონაცემთა სუბიექტის მიერ მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის დროსა და ფაქტს, რის შესახებ ინფორმაციასაც ინახავს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

 

მონაცემთა უსაფრთხოება

მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კომპანიის მიერ მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, მათ შორის, მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა იმ მომხმარებლებით, რომელთა უშუალო ფუნქცია-მოვალეობებში შედის მონაცემთა დამუშავება. მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ სამსახურებრივი კომპიუტერებიდან, ხოლო წვდომაზე უფლებამოსილ ყველა პირს აქვს საკუთარი, განპიროვნებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.

კომპანიის პროგრამებში შესვლა და მონაცემთა ბაზაზე წვდომა მკაცრად შეზღუდულია როგორც კომპანიაში, ისე მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებთან. ამასთან, ელექტრონულ ბაზებში არსებული ყველა მონაცემის მიმართ განხორციელებული მოქმედება აღირიცხება (ლოგირების სისტემა) კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მატერიალური დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) ინახება არაავტორიზებულ პირთაგან დაცულ ადგილას და მასზე წვდომა მკაცრად შეზღუდულია.

მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებთან გაფორმებული წერილობითი შეთანხმებები, მათ შორის, მოიცავს მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

მონაცემთა სუბიექტის უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოთ ლოიალურობის ბარათი/დატოვოთ ლოიალურობის სისტემა, რა დროსაც შეწყდება შესაბამისი მომსახურება. მომსახურების შეწყვეტისას წყდება თქვენი მონაცემების დამუშავება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების საფუძველი. ლოიალურობის ბარათის გაუქმება/ლოიალურობის სისტემის დატოვება, ვებგვერდის ანგარიშის/აპლიკაციის დეაქტივაცია, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თქვენ მიერ მითითებული/კომპანიისთვის მოწოდებული მონაცემების ცვლილება/განახლება შეგიძლიათ კომპანიის ნებისმიერ სავაჭრო ფილიალში.

იმავდროულად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან/და დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების თაობაზე. ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეწყდება მონაცემთა დამუშავება. ამასთან, პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებით გაცემული თანხმობის გამოთხოვა არ გიზღუდავთ კომპანიის ლოიალურობის ბარათით სარგებლობას. თანხმობის გამოთხოვა ხდება იმავე ფორმით რა ფორმითაც მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება, კერძოდ, „SMS OFF“ ფუნქციის გამოყენებით.

მონაცემთა სუბიექტს ასევე, უფლება აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიიღოს ინფორმაცია მისი მონაცემების დამუშავების შესახებ, მოითხოვოს მონაცემთა გაცნობა და ასლის მიღება, მოითხოვოს მონაცემთა განახლება, გასწორება ან შევსება, მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან მონაცემთა წაშლა თანხმობის გამოთხოვით, ასევე, მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა.

კომპანია უზრუნველყოფს რომ დაცული იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით განსაზღვრული უფლებები, თუ არ არსებობს მათი რეალიზების, ამავე კანონით გათვალისწინებული შემზღუდავი გარემოება.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინტერესებს.

თქვენი უფლებების რეალიზების მიზნით, ასევე თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის კონსულტაციის საჭიროებისას, გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანიის მონაცემთა დაცვის ოფიცერს - შპს „მონაცემთა დაცვის გუნდი“ (ს/კ 402303093), ელექტრონული ფოსტის მისამართი info@dpt.ge. ამასთან, თქვენი უფლებების დაცვის მიზნით შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს.

 

პოლიტიკის გაცნობა და მისი განახლება

წინამდებარე დოკუმენტი განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე/აპლიკაციაში, აგრეთვე, წინამდებარე დოკუმენტს მომხმარებელი ეცნობა რეგისტრაციამდე - ვებგვერდისა და აპლიკაციის საშუალებით.

მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების ცვლილების შემთხვევაში, პოლიტიკა ექვემდებარება საჭიროებისამებრ განახლებას. კომპანია უფლებამოსილია, მოახდინოს წინამდებარე პოლიტიკის მოდიფიცირება საკანონმდებლო ან/და ჩვენ მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად.

 

დაგვიკავშირდით

თუკი გაქვთ შეკითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა თუ პერსონალური მონაცემების დაცვის ჩვენეულ პრაქტიკასთან დაკავშრებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 

·        ელექტრონული ფოსტა:               info@prestige.ge

·        ტელეფონის ნომერი:                    032 2 20 17 18

 

ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია:

შპს მონაცემთა დაცვის გუნდი (ს/კ 402303093)

საკონტაქტო ინფორმაცია: info@dpt.ge.